მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “ბაღდათი” საიუბილეო კონცერტი გამართა

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “ბაღდათი” საიუბილეო კონცერტი გამართა

ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ბაღდათის” საიუბილეო კონცერტი ჩატარდა. სახელმწიფო ანსამბლის დაარსებიდან 12 წელი გავიდა.

ბაღდათის თეატრში მისულმა მაყურებელმა ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეების მიერ შესრულებული შთამბეჭდავი საცეკვაო ნომრები იხილა.

დასმა, რომლის ქორეოგრაფიც მაშინ ხვიჩა ლომიძე იყო, პირველი კონცერტი 2010 წელს გამართა და სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი/დაფინანსება მოიპოვა. მაშინდელი გუნდი 22 მოცეკვავისგან შედგებოდა.

აღსანიშნავია, რომ დასი წლების მანძილზე ვითარდება, იზრდება და არაერთ ღონისძიებას მართავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მრავალფეროვანი გახდა რეპერტუარიც. დღეს ანსამბლს მოტივირებული და ახალგაზრდა ქორეოგრაფი ლერი ჭულუხაძე წარმატებით ხელმძღვანელობს.

ორგანიზატორებს საიუბილეო კონცერტის ჩატარების იდეა ორიოდე წლის გაუჩნდათ, თუმცა პანდემიამ მისი განხორციელების შესაძლებლობა არ მისცათ.

კომენტარები