მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისელებს ვულოცავ გვირილობის დღესასწაულს, ჩამოვედი, რომ მივიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში”

“ქუთაისელებს ვულოცავ გვირილობის დღესასწაულს, ჩამოვედი, რომ მივიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში”

ქუთაისში, გვირილობის სახალხო დღესასწაულს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ესწრება.

ომბუდსმენის თქმით, მას ძალიან უყვარს ქუთაისი და გადაწყვიტა ქუთაისქალაქობის დღეს ის ამ ქალაქში ყოფილიყო.

“მინდა ქუთაისს, ქუთაისელებს მივულოცო გვირილობის დღესასწაული. ჩამოვედი, რომ მე თვითონ მივიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. პირადად შევხვდე ადამიანებს და პირადად მივულოცო იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ბევრი რამ მაკავშირებს ამ ქალაქთან, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ქუთაისის ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადგილია”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები