მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი გიდები საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს დახმარებას გაუწევენ

ქუთაისელი გიდები საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს დახმარებას გაუწევენ

ქუთაისელი გიდები საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს დახმარებას გაუწევენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი წერს.

„თუ არიან უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ვერ ტოვებენ ქვეყანას და ფიქრობთ, რომ სჭირდებათ დახმარება, გთხოვთ მოიწეროთ აქ, ვის რა საჭიროებები გააჩნია.

საუბარია მხოლოდ იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც ვერ ტოვებენ ქვეყანას, გაუგებრობის ან ბოროტად სარგებლობის თავიდან ასაცილებლად, გადავამოწმებთ ფრენის ბილეთებსაც..

ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება დასჭირდება, ყველანაირად დავეხმარებით მშვიდობა ჩვენ და უკრაინას“, – წერს ლაშა ბერეკაშვილი.

კომენტარები