მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისელი გიორგი არაბიძე მოცარტის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ქუთაისელი გიორგი არაბიძე მოცარტის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მეათე კლასის მოსწავლე გიორგი არაბიძე მოცარტის მერვე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

გიორგი არაბიძემ პირველი პრემია მის პედაგოგთან ლედა კანკავასთან ერთად მიიღო.

კონკურსი თბილისში ჩატარდა და მასში ქართველ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგელები მონაწილეობდნენ.

ქუთაისელი ახალგაზრდა ბორჯომში გამართული თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მერვე საერთაშორისო კონკურსის მეორე ადგილის, ასევე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი და თიბისი ბანკის სტიპენდიანტი.

კომენტარები