მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისელი კალათბურთელის მომავალი” – ათუკა 15 წლისაა და მისი სიმაღლე 207 სანტიმეტრია

“ქუთაისელი კალათბურთელის მომავალი” – ათუკა 15 წლისაა და მისი სიმაღლე 207 სანტიმეტრია

ქუთაისელი კალათბურთელი  ათუკა ბახტაძე ჟალგირისის ღირსებას ახალგაზრდულ ევროლიგაზე დაიცავს.

ათუკა 15 წლისაა და მისი სიმაღლე 207 სანტიმეტრია.

15 წლის ქართველი ცენტრი ავთანდილ ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდული ევროლიგის გათამაშებაში, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე ეტაპად ტარდება და ევროპული კალათბურთის ტალანტების სამჭედლოდ ითვლება.

შეგასენებთ, რომ ბახტაძემ ახალგაზრდულ ევროლიგაში შარშან სერბული ბელგრადის მაისურით ითამაშა. მან მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სერბულვე მეგასთან 04:41 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

ცნობისთვის, ეს ის ბახტაძეა, რომელმაც 2021 წელს თბილისში გამართულ ევროჩელენჯერზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებშიც კი ითამაშა, არადა, მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო.

ავთანდილი უკვე 2.07 მეტრი სიმაღლის არის და უკვე ცხადია, რომ დიდი მომავალი ელის. მასზე იმედებს ჟალგირისშიც ამყარებენ, სადაც ის რანგით მე-3 გუნდში ირიცხება და თავისზე უფროს მეტოქეებთან ჭიდილში, მიმდინარე სეზონში ასეთი საშუალო სტატისტიკა აქვს: 8 მატჩი, 11:25 წუთი, 5.4 ქულა, 2.0 მოხსნა, ორქულიანები 63.3%, სამქულიანები 83.3%.

კომენტარები