ქუთაისელი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონია.
ანასტასიამ 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 9-დან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ქართველი მოზარდის მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა.
კომენტარები