მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისელი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

ქუთაისელი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

ქართველი სპორტსმენი იოანე ხვარეშია პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სერბეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ქუთაისელმა მსროლელმა ბელგრადში მიმდინარე “იშტვან პოლიანაკის VII მემორიალზე“ ახალგაზრდებს შორის გაიმარჯვა.

ხვარეშიამ 10-მეტრ დისტანციაზე სროლაში 557 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.

მან თითო ქულით გაუსწრო მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ბოსნიელ ივან სლილიპჩევიჩს და ბულგარელ ვალენტინ მალაკჩეივს.

კომენტარები