მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისელი სპორტსმენი სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია

ქუთაისელი სპორტსმენი სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ზედიზედ მეთერთმეტედ მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ქართველმა ხმლით მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები