მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი ფოტოგრაფები მოზარდს ქუჩაში იების გაყიდვაში დაეხმარნენ

ქუთაისელი ფოტოგრაფები მოზარდს ქუჩაში იების გაყიდვაში დაეხმარნენ

ქუთაისელი ფოტოგრაფები მოზარდს, რომელიც ქუჩაში იებს ყიდდა, ყვავილების გაყიდვაში დაეხმარნენ.

ფოტოხელოვანებმა დავით ოქროპილაშვილმა და ბაკურ ბაჯაძემ თეთრ ხიდზე გამვლელებს შესთავაზეს, რომ ვინც მოზარდისგან იების კონას იყიდდა, უფასო ფოტოსესიას მიიღებდა.

მოზარდმა ყვავილების ნაწილი ამ ფორმით გაყიდა, დარჩენილი კი თავად ფოტოგრაფებმა შეიძინეს და ქუჩაში გამვლელ ქალბატონებს დაურიგეს.

კომენტარები