მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება

ქუთაისის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air მეოთხე ბაზირებულ ხომალდს დაამატებს და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება.

2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.

2023 წლის ბოლომდე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

კომენტარები