მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ხუთი ახალი მიმართულების დამატება იგეგმება

ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ხუთი ახალი მიმართულების დამატება იგეგმება

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, WizzAir-ის თანადამფუძნებელი იოსიფ ვარადი საქართველოს ელჩს თამარ ლილუაშვილს შეხვდა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ხუთი ახალი მიმართულების დამატების შესახებ ისაუბრეს.

BMG-ის მიმართვის მიუხედავად, ამ საკითხზე ავიაკომპანიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ბიუჯეტური უნგრული ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერია. 2023 წლის პირველ კვარტალში Wizz air 191 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა და საქართველოს საავიაციო ბაზრის 18% დაიკავა. ივნისიდან ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

კომენტარები