მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტი რეისებს 31 ოქტომბრიდან მიიღებს

ქუთაისის აეროპორტი რეისებს 31 ოქტომბრიდან მიიღებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს, – ამის შესახებ აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“ჩვენი აეროპორტის მგზავრთა საყურადღებოდ! არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan) ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და თავის მხრივ მგზავრებს აცნობეს/აცნობებენ“,- აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციაში.

კომენტარები