მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის აწსუ-ს და ქალთა ფონდ “სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის აწსუ-ს და ქალთა ფონდ “სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალთა ფონდ “სოხუმს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი გულისხმობს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობას, გამოცდილების ურთიერთგაცვლას, სტუდენტების დასაქმების და პრაქტიკის პერსპექტივას, კოლაბორაციულ ღონისძიებებს, კონფერენციების და ფორუმების ორგანიზებას და ერთობლივ პროექტებს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე.

მემორენდუმს ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა როლანდ კოპალიანმა და ქალთა ფონდ “სოხუმის” თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ.

ცერემონიას ესწრებოდნენ აწსუ-ს რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი დავით გეგეჭკორი, ქალთა ფონდ “სოხუმის” დირექტორი თეა თორინავა და პროექტის ასისტენტი ანიკა ლომიძე.

კომენტარები