მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში დედამ დატოვა ჩვილი, გთხოვ, ნუ გაიმეტებ, მთელი ღამეები ტირის…“

“ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში დედამ დატოვა ჩვილი, გთხოვ, ნუ გაიმეტებ, მთელი ღამეები ტირის…“

ტელეწამყვანი, ჯგუფისა და გადაცემის “ვეძებ” წამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში დედამ ჩვილი დატოვა.

“რა ვქნა? რა ჯანდაბა ვქნა?

ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში, ცენტრში დედამ დატოვა ჩვილი, თქვა, რომ ქმარი არ ჰყავს, ერთი პატარა სახლში ჰყავს კიდევ და ორივეს ვერ გაზრდის, რადგან საშუალება არ აქვს. დედის ვინაობა არ ვიცი, რადგან გარეშე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ. ბავშვი ბიჭია და როგორც ექთანმა მითხრა, ერთი თვისაა, ჯერ კიდევ აქ არის, არ გადაუყვანია სოციალურ სამსახურს. სანამ შუამავალ დედას არ იპოვიან, აქ იქნება.

თუ ამ პოსტს წაიკითხავ, ძალიან გთხოვ, ნუ გაიმეტებ ასე, მოაკითხე, ძალიან გთხოვ, მთელი ღამეები ტირის გაუჩერებლად…”, – წერს მუსერიძე.

კომენტარები