ქუთაისი-გელათის გზაზე არსებულ პოლიციის განყოფილებასთან საქართველოსა და ევროკავშირის დახეული დროშები ფრიალებს.
აღნიშნული ფაქტით “საქართველოს სიმბოლიკის შესახებ” კანონი ირღვევა.
“რა უბედურებაა, ვერ ხედავენ დაფხრეწილი დროშა რომ ფრიალებს?! უბრალოდ სირცხვილია პოლიცია, რომელიც სიმამაცესთან უნდა ასოცირდებოდეს და თავზე გიფრიალებს დახეული და დაბეჩავებული დროშა”, – აცხადებს ადგილობრივი.
კომენტარები