მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის კლინიკაში სენაკის ფსიქიატრიულიდან დაზიანებებით შეყვანილი ქალი გარდაიცვალა

ქუთაისის კლინიკაში სენაკის ფსიქიატრიულიდან დაზიანებებით შეყვანილი ქალი გარდაიცვალა

42 წლის ქალი, რომელიც დაზიანებებისა და ინფექციის გამო, სენაკის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრიდან ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადაიყვანეს, გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში, სავარაუდოდ, დაბმული ჰყავდათ და დაზიანებები სწორედ ამიტომ მიიღო.

42 წლის ქალის შვილი სენაკის ფსიქიატრიული კლინიკის მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქალის დაბმა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ის ნემსის გაკეთებაზე უარს აცხადებდა. სენაკის კლინიკის უფროსი პაციენტის დაბმის ფაქტს უარყოფს.

როგორც ცნობილია, ქალს ფეხის არეში ინფექცია შეეჭრა. გარდა ამისა, მას მენინგიტი განუვითარდა.

ქალი “ბომონდის” კლინიკაში 10 დღის წინ, 40 გრადუსი სიცხით გადაიყვანეს. კლინიკამ ქალი იქამდე არ მიიღო, სანამ საქმეში პოლიცია არ ჩაერია, რადგან გარეგანი დათვალიერებით, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

ს​აქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

კომენტარები