მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიასთან მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო (Video)

ქუთაისის მერიასთან მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო (Video)

ქუთაისის მერია ამ წუთებში ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. სამართალდამცველებმა პერიმეტზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

ამ დრომდე მერიის დაცვის ოთახში რჩება, მამაკაცი, რომელმაც შესასველელის მინები ჩაამსხვრია და ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

უცნობმა პირმა მერიის შესასვლელის მინები ცოტა ხნის წინ ჩაამსხვრია.

მამაკაცმა ასევე დააზიანა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში არსებული ნივთები.

როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება უკრაინას სოლიდარობას არ უცხადებს, რის გამოც მან პროტესტის ამ ფორმას მიმართა.

კომენტარები