მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერიაში მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები 50%-ით გაიზარდა

ქუთაისის მერიაში მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები 50%-ით გაიზარდა

ქუთაისის მერიაში მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები 50%-ით გაიზარდა. ფაქტი იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა გაასაჯაროეს.

მათი განცხადებით, იმ დროს, როცა ქალაქში მძიმე სოციალური ფონია და ადამიანები ქუთაისს გაჭირვების გამო ტოვებენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ხელფასების რეკორდული ზრდით არ უნდა იყვნენ დაკავებული.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ქალაქის მერიის თანამშრომლებს მოუწოდებენ, რომ საკუთარ თავებზე ზრუნვის პარალელურად, მოსახლეობაზე იფიქრონ.

კომენტარები