მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერია გამოყოფილ ბიუჯეტს ვერ ითვისებს, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია კი წლებია, დაპირებად რჩება

ქუთაისის მერია გამოყოფილ ბიუჯეტს ვერ ითვისებს, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია კი წლებია, დაპირებად რჩება

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა, თუმცა ამ დრომდე რეაბილიტაცია არ მომხდარა.

“მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესადგენად ტენდერი 3-ჯერ, ხოლო კიბის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2-ჯერ გამოაცხადა.

კიბეს ჯერაც არ ჩატარებია რეაბილიტაცია მაშინ, როცა ბოლო ტენდერი მერიამ 2021 წელს, წინასაარჩევნოდ გამოაცხადა.

საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობის მიუხედავად, ქუთაისის მერია წლიდან წლამდე გამოყოფილ ბიუჯეტს ვერ ითვისებს.

2020 წელს მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებაში 20 მილიონ ლარამდე უნდა დაეხარჯა, თუმცა მხოლოდ 16 მილიონის დახარჯვა მოახერხა.

2021 წლის პირველ ნახევარში კი გამოყოფილი 11 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 8.5 მილიონის ათვისება შეძლო”, – აღნიშნულია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.

კომენტარები