მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერია 400 000 ლარს გადაუხდის კომპანიას, რომელიც შადრევნებს მოუვლის

ქუთაისის მერია 400 000 ლარს გადაუხდის კომპანიას, რომელიც შადრევნებს მოუვლის

ქუთაისის მერია ეძებს კომპანიას, რომელიც ქალაქის მასშტაბით არსებული შადრევნებისა და სასმელი ნიჟარების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

აღნიშნული მომსახურეობის გასაწევად ქუთაისის მერია მზად არის, რომ 400 000 ლარი გადაიხადოს.

სატენდერო პირობების მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლება მოითხოვს, რომ პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების გაწევის გამოცდილება.

კომპანია კი, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ქუთაისში არსებული შადრევნების მოვლა-პატრონობა 2023 წლის ბოლომდე დაევალება.

კომენტარები