მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისის მერია ხალხის ფულს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს ურიგებს”

“ქუთაისის მერია ხალხის ფულს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს ურიგებს”

“ანტიკოროფუციული მოძრაობის” ინფორმაციით, ქუთაისის მერია ხალხის ფულს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს ურიგებს.

როგორც “ანტიკოროფუციულმა მოძრაობამ” გაარკვია, 2022 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით 1 000 140 ლარი გასცა.

“ანტიკორუფციული მოძრაობის” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, ქუთაისის მერიამ წლის მანძილზე 224 ხელშეკრულება დადო, აქედან 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა რესტორნებისა და კვების მომსახურეობისთვის, 163 000 ლარი გასართობი ღონისძიებებისთვის და 35 000 ლარი საჩუქრებისთვის.

მოძრაობაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტენდენციაა იმერეთის ყველა რეგიონში.

“ანტიკორუფციული მოძრაობა” პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები