მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერის ახალი ძვირადღირებული ავტომობილი დაზიანდა

ქუთაისის მერის ახალი ძვირადღირებული ავტომობილი დაზიანდა

ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის სამსახურებრივი ახალი ავტომობილი დაზიანებულია.

ავტომობილს დაზიანების კვალი უკანა ნაწილში ეტყობა. უცნობია როგორ და რა ვითარებაში მოხდა მანქანის ფრაგმენტის დაზიანება.

ახალი ავტომობილის შესაძენად ქალაქის მერმა ტენდერი გამოაცხადა და ბიუჯეტიდან 118 211 ლარი გამოყო.

ლურჯი ფერის მაღალი გამავლობის ავტომობილი ქუთაისის მერიამ თებერვალში შეიძინა.

ქუთაისის მერმა ავტომობილის შეძენისას “ინფო იმერეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ ახალი ავტომობილი კარგი და კომფორტულია.

კომენტარები