მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერის მოადგილეს კორუფციულ გარიგებასა და აუდიტის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერის მოადგილეს კორუფციულ გარიგებასა და აუდიტის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებენ

მრავალდარგოვანი კოლეჯის “მედიკ ფორტეს” დირექტორი იზა დიაკვნიშვილი ქუთაისის მერის მოადგილეს იუზა უგულავას კორუფციულ გარიგებასა და აუდიტის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს.

დიაკვნიშვილის თქმით, ზვიად გამსახურდიას 34 ნომერში მდებარე შენობა, რომელშიც ფართი 12-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული, გაყალბებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაბალ ფასად გაასხვისეს, მისი ქონება კი – 77 000 ლარის ღირებულების ინვენტარი, ახალმა მფლობელმა მიითვისა.

“ეს შენობა იუზა უგულავამ მიყიდა დავით ტაბიძეს ძალიან დაბალ ფასად, დაახლოებით 500 000 ლარში, რათა ეწარმოებიათ შემდეგ მრავალსართულიანი ბინათმშენებლობა თავისი კომერციული ფართებით და მიეღოთ განუსაზღვრელი ოდენობით მოგება, სწორეც ეს იყო ამ კომერციული გარიგების მიზანი“, – აცხადებს დიაკვნიშვილი.

მისივე თქმით, ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში ქურდობის ფაქტზე გამოძიება 2018 წლის შემდეგ მიმდინარეობს, თუმცა 5 წლიანი კვლევის შედეგი ჯერ არ დამდგარა. კორფციის ფაქტზე გამოძიება კი 2022 წლიდან დაიწყო.

“დავით ტაბიძეს იუზა უგულავა მფარველობს, ხოლო იუზა უგულავა გრიგოლ ლილუაშვილის სახელსაა ამოფარებული. მე მივამართავ ბატონ გრიგოლს, თქვენთან ახლობლობით სარგებლობს იუზა უგულავა, შეჩერებულია გამოძიება და დამნაშავე პირის დევნა, ამით იუზა უგულავამ დააზარალა არა მარტო ჩემი კოლეჯი, არამედ ქუთაისის ბიუჯეტიც. ამ შენობაში განთავსებული იყო გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მუნიციპალიტეტი, რომელიც ახლა ქირით გადაყვანილია კერძო მესაკუთრის ფართში და ამისთვის ბიუჯეტიდან ცალკე იხარჯება თანხა“, – აცხადებს იზა დიაკვნიშვილი.

ის საქმის სამართლიან გამოძიებსა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

კომენტარები