მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერმა საკრებულოს სხდომაზე სტიკერი – “პუტინი ოკუპანტია” გადააგდო

ქუთაისის მერმა საკრებულოს სხდომაზე სტიკერი – “პუტინი ოკუპანტია” გადააგდო

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ოკუპანტი ქვეყნის დროშის აღმართვას და ამ ფაქტზე “ქართული ოცნების” დუმილს აპროტესტებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ქალაქის მერს სტიკერი წარწერით “პუტინი ოკუპანტია” გადასცეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი პოსტერი იოსებ ხახალეიშვილმა გადააგდო.

ქუთაისის მერიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, რუსეთის დროშის გამოფენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დადგენილია პირი, რომელმაც პარკის ტერიტორიაზე ოკუპანტის სიმბოლო გამოფინა და შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

კომენტარები