ქუთაისის მე-6 სკოლის დირექტორი დიმიტრი ქარსელაძე სკოლაში მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს.
“ვიდეო პირველივე შეხედვისას ცუდ ასოციაციას იწვევს. ვიდეო იყო სულ 5-წამიანი, მეორდებოდა ერთი ფაქტი, რაც ბავშვმა დაადასტურა. სიტუაცია ყოფილა ასეთი: მოსწავლე აკაკუნებდა მერხზე საწერ კალამს, რამაც კლასში ხმაური გამოიწვია, მიდის მასწავლებელი, ართმევს და კიდებს ხელს ბავშვს. ვიდეოში ისე იკვეთებოდა, თითქოს თავს არტყმევინებს, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, უბრალოდ იყო შეხება, რაც რა თქმა უნდა, არის დასაგმობი.
პედაგოგი მანამდე ფიზიკურ ძალადობაში შემჩნეული არ ყოფილა, ექნება გაფრთხილება და კანონის მიხედვით რაც იქნება გათვალისწინებული”, – აცხადებს დიმიტრი ქარსელაძე.
სკოლაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ვიდეოსთან ერთად სოციალურ ქსელში მშობელმა გაავრცელა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია რესურსცენტრი, დაწყებულია მოკვლევა. შესწავლამდე მასწავლებელს გაკვეთილზე დასწრების უფლება არ მიეცემა.
კომენტარები