მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 19:00 საათზე აინთება. სცენის მონტაჟი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

მთავარი ნაძვის ხის ანთებას ქართველი მომღერლები სალომე ბაკურაძე, ელენე ფოჩხუა, დათუნა მგელაძე, დუეტი „ჯორჯია“ დაესწრებიან და ქუთაისელი მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან.

ასევე ცნობილია, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე ადგილობრივი კაპელა სპეციალურად 20 დეკემბრისთვის მომზადებულ ნომერს შეასრულებს.

კომენტარები