მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სსიპ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრაზე წარმოადგინეს შენობის რეაბილიტაციის პროექტის საპრეზენტაციო ფორმატი და თეატრის მთავარი ფარდის ესკიზი, რომელზეც გამოჩენილი ქართველი მხატვარი თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძე მუშაობდა.

კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გაიღო პროექტისათვის, რომელზე მუშაობაც 2022 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.

2022 წელს, საშემსრულებლო საკადრო რესურსით გაძლიერების მიზნით, ქუთაისის ოპერის თეატრს სამინისტროს მიერ უკვე გაეზარდა ბიუჯეტი 812 580 ლარით.

კომენტარები