მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის პარკში რუსეთის დროშა დაკიდეს

ქუთაისის პარკში რუსეთის დროშა დაკიდეს

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართეს. ოკუპანტი ქვეყნის მთავარი სიმბოლო ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა საქართველოს დროშის ნაცვლად დაკიდეს.

ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა. მათივე ინფორმაციით, პარკის ამ ტერიტორიაზე რემონტის გამო არც კამერები მუშაობს.

პარკის ადმინისტრაციას არც პოლიციისთვის მიუმართავს.

კომენტარები