მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლეების რაოდენობით პირველ ათეულშია

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლეების რაოდენობით პირველ ათეულშია

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა საქართველოს იმ 10 საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არის, რომელსაც ყველაზე ბევრი მოსწავლე ჰყავს.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 2664 მოსწავლე თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში ირიცხება. ათეულში კი თბილისის 8, ბათუმის ერთი და ქუთაისის ერთი სკოლა შედის.

საქართველოში არსებულ 2 სკოლაში თითო-თითო მოსწავლე ირიცხება. დაბალ და მაღალკონტიგენტიანი სკოლების შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეს სკოლები დუშეთისა და კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის საჯარო სკოლაში ერთ მოსწავლეს 7 მასწავლებელი ასწავლის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის საჯარო სკოლაში მყოფ ერთ მოსწავლეს კი 4 მასწავლებელი.

ამასთან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მდებარე კიდევ 4 სკოლაში 2-2 მოსწავლე ირიცხება; 9 სკოლაში 3-3 მოსწავლე; 6 სკოლაში 4-4, 8 სკოლაში კი 5-5 მოსწავლე. ამ სკოლებში საშუალოდ 3-დან 13-მდე მასწავლებელი ასწავლის.

საქართველოში სულ 288 სკოლაა, სადაც 1-დან 30 მოსწავლემდე სწავლობს.

ცნობისთვის, საქართველოში სულ 2085 სკოლაა, სადაც პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ირიცხება.

კომენტარები