მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა.

10 წლის წინ, აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა.
გახსნიდან დღემდე, ქუთაისის აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი.

ამ წლების განმავლობაში მისი საშუალებით საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი გზით შეძლეს ემოგზაურათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით.

კომენტარები