მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მერია უბილეთო მგზავრს 20 ლარით დააჯარიმებს

ქუთაისის მერია უბილეთო მგზავრს 20 ლარით დააჯარიმებს

ქუთაისის მერია პირს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას არ გადაიხდის, 20 ლარით დააჯარიმებს.

განცხადებას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დაჯარიმებიდან 30 დღეში თანხა უნდა იყოს გადახდილი.

პირს, რომელიც ჯარიმას დათმულ დროში არ გადაიხდის, დაერიცხება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

კომენტარები