მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის საკალათბურთო კლუბის მწვრთნელი აღარ ვარ” – კოტე ტუღუში კარიერას სხვაგან განაგრძობს

“ქუთაისის საკალათბურთო კლუბის მწვრთნელი აღარ ვარ” – კოტე ტუღუში კარიერას სხვაგან განაგრძობს

“ქუთაისი 2010”-ის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში აღარ იქნება. ქუთაისის საკალათბურთო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, კარიერის გაგრძელებას კი სხვაგან გეგმავს.

“ხელშეკრულების ვადა ამომეწურა, საკმაოდ დიდი ხანი გავატარაე ან გუნდში, ბევრი წარმატება მახსოვს, დიდი გამოცდილება მივიღე, ქუთაისმა ძალიან კარგად მიმიღო. ამ წუთას მე უკვე თავისუფალი ვარ ქუთაისის გუნდისგან, ვუბრუნდები ოჯახს, ყველაფერს ავწონ-დავწონი, არ მინდა ცხელ გულზე გადაწყვეტილება მივიღო. თავისუფალი აგენტი ვარ, ასე რომ ვთქვათ, ქუთაისის მწვრთნელი აღარ ვარ. მინდა კარიერა გავაგრძელო სხვაგან”, – განაცხადა კოტე ტუღუშმა, “მეგა ტვ”-ს ეთერში გადაცემა “შუადღეში” სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისის კლუბმა, საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

კოტე ტუღუში ქუთაისის საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი 2015 წლიდან არის.

 

კომენტარები