მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.

რამდენიმე საათიანი ხმაურიანი სხდომის შედეგად ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია, რომლის თანხა 89 876 000 ლარის შეადგენს.

იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტის დასამტკიცებლად ხმები არ ყოფნიდა, ორი დეპუტატი სხდომაზე დისტანციურად ჩართეს.

ბიუჯეტის პროექტს „ნაციონალურმა მოძრაობა“ მხარი არ დაუჭირა. პარტიის წარმომადგენლები ქალაქის მერი გაზრდილ ხელფასს აპროტესტებენ იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობას უკიდურესად უჭირს.

თავად ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი კი აცხადებს, რომ ქუთაისის მერისთვის 5 500-ლარიანი ხელფასიც ცოტაა.

ქუთაისის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები