მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც დაკვამლიანება იყო, სპეციალისტები მუშაობენ

ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც დაკვამლიანება იყო, სპეციალისტები მუშაობენ

ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც გუშინ მოკლე ჩართვამ დაკვამლიანება გამოწვია, ელექტრო სპეციალისტები მუშაობენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ქუთაისის მერიაში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მეხანძრეებმა ხანძრის კერის ლიკვიდირება გამოძახებიდან მალევე მოახდინეს.

არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება საკრებულოს სხდომათა დარბაზში იყო, გამომწვევი მიზეზი კი ე.წ. მოკლე ჩართვა გახდა.

ქუთაისის მერიის აპარატში აცხადებენ, რომ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

კომენტარები