მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ლექსო რაფავას პატიმრობას აპროტესტებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ლექსო რაფავას პატიმრობას აპროტესტებენ

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას სასამართლო პროცესი შესაძლოა, გადაიდოს.

დაკავებულის ოჯახისა და ადვოკატების მოთხოვნა იყო, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუმცა ლექსო რაფავა ქუთაისის სასამართლოში არ გადაიყვანეს, სწორედ ამიტომ ადვოკატმა ბრალდებულის გარეშე პროცესის გადადება მოითხოვა.

დაკავებულის მხარდასაჭერად ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მხარდამჭერები და ახლობლები შეიკრიბნენ.

მათი თქმით, ლექსო რაფავა პოლიტიკური პატიმარია.

“ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ სჯიან ადამიანებს, რომლებიც ჩაბმული არიან ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობაში”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, რაფავას საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

კომენტარები