მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტორპედოს“ ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს შორის შეხვედრა გაიმართა

“ტორპედოს“ ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს შორის შეხვედრა გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე საკითხი იქნ განხილული, მათ შორის ძირითადი დრო გუნდში არსებულ ვითარებას და ახალი მწვრთნელის კანდიდატურის განხილვას დაეთმო.

კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივარს გუნდსა და კახა ჩხეტიანს შორის არსებული მოლაპარაკების შესახებ გარკვეული ინფორმაცია გააცნო.

კლუბის პრეზიდენტმა “ტორპედოს“ ქომაგებთან ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის აქცენტი გაკეთდა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციაზე.

კომენტარები