მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოსაწყობად დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაშალეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოსაწყობად დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაშალეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ნაცვლად, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაშალეს.

მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ ობიექტის წინა კედლის არამდგრადობა დაადასტურა, ხელისუფლებამ აღნიშნული კედლის დანგრევის გადაწყვეტილებაც მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი მუზეუმის ადგილზე, ამ დროისთვის არცერთი კედელი აღარ დგას, ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ობიექტს არქიტექტურული იერ-სახე შეუნარჩუნდება.

საგამოფენო სივრცის მშენებლობის ადგილზე, საინფორმაციო დაფაზე წერია, რომ რეაბილიტაცია 15 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეის მდგომარეობით იქ ჯერჯერობით მშენებლობა არც კი დაწყებულა.

კომენტარები