მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა პერფორმანსი – “ვინ დაიცავს?” გამართეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა პერფორმანსი – “ვინ დაიცავს?” გამართეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა აკაკი საღინაძემ და მიშიკო მუმლაძემ პერფორმანსი სახელწოდებით”ვინ დაიცავს?” გამართეს.

აქტივისტები ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ უმძიმეს ფაქტებს გამოეხმაურნენ.

“რამდენიმე გაუპატიურებული გოგო ნოემბრის თვეში, ქალების ასობით ცემის და ათობით მკვლელობის ფაქტი წელს, ვინ დაიცავს მათ?!

ჩვენს გვერდით უამრავი ადამიანი მოძალადის მსხვერპლი ხდება, რადგან ქალის ხვედრი ამ ქვეყანაში ხშირად ურთულესია და რატომ არ იღებენ ხმას სხვა ქალები, რატომ ადანაშაულებს დედა – ქმრისგან მოკლულ შვილს?! რატომ კლავს მამა ქალიშვილს, რომელიც გააუპატიურეს?!

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეა”, – აცხადებენ აქტივისტები.

კომენტარები