მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრში პარკინგის თანამშრომელი სასტიკად სცემეს, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ქუთაისის ცენტრში პარკინგის თანამშრომელი სასტიკად სცემეს, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ქუთაისის ცენტრში, ლადო მესხიშვილის თეატრის უკან, ვარლამიშვილის ქუჩაზე პარკინგსერვისის თანამშრომელს სცემეს.

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარკინგის თანამშრომელმა მძღოლს საჯარიმო ქვითარი ამოუწერა, რადგან მას საფასური გადახდილი არ ჰქონდა.

ამის შემდეგ მძღოლი მას ფიზიკურად გაუსწორდა, მამაკაცი სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან გადაყვანილი.

 

კომენტარები