მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრში, წლების განმავლობაში დაუსუფთავებელ კიბეებზე ხე ამოვიდა

ქუთაისის ცენტრში, წლების განმავლობაში დაუსუფთავებელ კიბეებზე ხე ამოვიდა

ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებრად კიბეებზე ხეა ამოსული.

ადგილი, სადაც ხე ამოვიდა, როგორც ჩანს, წლებია, არ გაწმენდილა.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთთან” ადგილობრივები ამბობენ, რომ კიბეზე, სადაც ადამიანები უნდა მოძრაობდნენ, ფესვგადმული ხე პირველად ნახეს.

“კიბეებზე რომ ხე ამოვა და ფესვებს გაიდგამს, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი წლის გაუწმინდავია. რას აკეთებს დასუფთავების სამსახური, ქალაქის ცენტრში ასეთი რამ უნდა ხდებოდეს?”- აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები