მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის 6 ბაღში კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

ქუთაისის 6 ბაღში კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

ქუთაისში ეპიდემიური ვითარება რთულია. ქალაქის მასშტაბით 6 ბაღში კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, 31 საბავშო ბაღში კი პროცესი მიმდინარეობს.

“ააიპ “ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით სასწავლო სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს ოცდათერთმეტ საბავშვო ბაღში, ხოლო მე-8, მე-9, მე-20, 24-ე, 28-ე და 35-ე ბაგა-ბაღებში COVID-19 დაფიქსირების გამო და პრევენციის მიზნით სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია გარკვეული დროით”, – აღნიშნულია ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების განცხადებაში.

ქუთაისში კორონავირუსით 200-ზე მეტი მოსწავლე და 60-მდე პედაგოგია ინფიცირებული.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან 1 049 იმერეთში გამოვლინდა. ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 440 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კომენტარები