მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისი ბედობას ბულვარში გამორთული შადრევნებით შეხვდა

ქუთაისი ბედობას ბულვარში გამორთული შადრევნებით შეხვდა

ქუთაისის ცენტრში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში არსებული ორივე შადრევანი გამორთულია.

ქალაქი ახალ წელს და ბედობას გამორთული შადრევნებით ხვდება.

ქუთაისში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი უცხოელი და ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სტუმრად მყოფი ადამიანია, რომელიც ფოტოებს გამორთულ შადრევნებთან იღებს.

“მერიაში შესაძლოა, არც იციან, რომ ქალაქის მთავარ ბულვარში არსებული შადრევნები უფუნქციოდ არის დარჩენილი. თვითონ ისვენებენ და შადრევნებიც გამორთეს”, – წერენ სოციალურ ქსელში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოაცხადა.

კომენტარები