მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მუქედის ტაძრის მოძღვარი და მისი შვილი ემსხვერპლნენ

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მუქედის ტაძრის მოძღვარი და მისი შვილი ემსხვერპლნენ

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე ემსხვერპლა.

ასევე ავარიის შედეგად დაღუპულია სასულიერო პირის 8 წლის შვილიც.

ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა.

კიდევ ერთი მოზარდი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები