მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ავანგარდი-პასილოკის დამაკავშირებელი გზა თითქმის 4-წლიანი რეაბილიტაციის შემდეგაც ავარიულია

ქუთაისში, ავანგარდი-პასილოკის დამაკავშირებელი გზა თითქმის 4-წლიანი რეაბილიტაციის შემდეგაც ავარიულია

ქუთაისში, ავანგარდი-პასილოკის დამაკავშირებელი გზა, რომლის რეაბილიტაციაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ისევ ავარიულია.

ადგილზე განხორციელებული სამუშაოების გამო, ასფალტი გარკვეულ მონაკვეთებზე დაზიანებული და მიტოვებულია.

მძღოლები ამბობენ, რომ ადგილზე არსებული ვითარება ხშირად ავარიულ სიტუაციებს ქმნის.

“ავანგარდი-პასილოკის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის რეაბილიტაციაც 3 თუ 4 წელი გრძელდებოდა და როგორც იქნა დამთავრდა, ასე გამოიყურება. ეს გადათხრილი როდემდე უნდა იყოს? 2 კვირაზე მეტია ასეთ დღეშია, ხრეში მაინც ჩაამატეთ ხრეში”, – წერენ სოციალურ ქსელში.

კომენტარები