მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებული თავისუფალია

ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებული თავისუფალია

ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებული თავისუფალია.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის თქმით, მოსართლემ სრულად გაითვალწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი დაკავებული მეგობარი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ქუთაისში, 16 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 24 წლის მამაკაცმა, ჭავჭავაძის გამზირზე, იმ დროს, როცა მძღოლი ტრანსპორტიდან გადასული იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრიდან მძღოლის ადგილი გადაინაცვლა, ავტობუსი დაძრა და 20 მგზავრთან ერთად გაურკვევლი მიმართულებით წავიდა.

კომენტარები