მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისში ავტომანქანა ბორდიურს დაეჯახა და ამოტრიალდა – დაშავდა ორი ადამიანი

ქუთაისში ავტომანქანა ბორდიურს დაეჯახა და ამოტრიალდა – დაშავდა ორი ადამიანი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს დაეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი ორივე ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები