მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების ახალი სკვერი დაარბიეს (ფოტო)

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების ახალი სკვერი დაარბიეს (ფოტო)

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში უცნობმა პირებმა ახალი სკვერი დაარბიეს.

გატეხილია ძელ-სკამები, ამოყრილია ფერადი ფილები, დაზიანებულია სანაგვე ურნები და გადატეხილია ხის საზურგეები.

მოსახლეობა წუხს და ამბობენ, რომ მოსასვენებელი სივრცე, რომლის მოწყობაზეც ხალხის ფული დაიხარჯა, უცნობი პირების სამიზნე გახდა.

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 2020 წლის ივლისში გაიხსნა. აღნიშნული სივრცის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი დაიხარჯა. ადგილზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი სივრცე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, მოეწყო გამწვანების ზოლი და სავარჯიშო მოწყობილობები.

კომენტარები