მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ასწლოვან ხეებს ჭრიან

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ასწლოვან ხეებს ჭრიან

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ასწლოვან ხეებს ჭრიან. ხეების ჭრას ადგილობრივები აპროტესტებენ.

ადგილზე მოსახლეობამ დახმარების მიზნით, სამართალდამცველები გამოიძახა.

ასათიანი ქუჩაზე იმყოფებოდა ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგა შუშანია, რომლის თქმითაც, ხეებს მერიის თანამშრომელი ჭრის.

“ერთი ხის მოჭრა მოასწრეს, თუმცა საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის შემდეგ, იძულებული გახდნენ და გაიპარნენ. კიდევ 6 ხის მოჭრას აპირებენ, სავარაუდოდ, პროცესი გაგრძელდება, რადგან ხეების მოჭრით მერიის თანამშრომელია დაინტერესებული. მერიაში კი ამბობენ, რომ კერძო საკუთრებაში ნებართვა არ არის საჭირო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების გულგრილობით ასწლოვან ხეებს ანადგურებენ”, – აცხადებს ქუთაისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია.

 

 

 

 

კომენტარები