ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად ქუთაისელები მესხიშვილის თეატრის წინ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
“დღეს დედები იბრძვიან საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის. დღეს სჭირდებათ მათ ჩვენი გვერდით დგომა. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ისინი მარტო არ არიან. ძალა ერთობაშია!!! ერთად დავუჭიროთ მხარი, ერთად გავაძლიეროთ დედები, რომლებიც ახლა რთულ გზას გადიან. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. გავითავისოთ და ყველამ მივიტანოთ გულთან ბავშვების დედებისა და მათი ოჯახების ტკივილი. ახლა დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
კომენტარები