მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე საკანალიზაციო ჭის სახურავი საავარიო შემთხვევების მიზეზი ხდება

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე საკანალიზაციო ჭის სახურავი საავარიო შემთხვევების მიზეზი ხდება

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე საკანალიზაციო ჭის სახურავი რამდენიმე ავარიის მიზეზი გახდა.

როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, ჭის თავსახური, როგორც კი მასზე ავტომობილი გადაივლია, ტრიალდება, რის გამოც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად საკანალიზაციო ჭის თავზე ლეღვის ტოტები დაამაგრა, რათა კონკრეტულად იმ ადგილზე გავლა ავტომობილმა ვეღარ მოახერხოს.

“მაქსიმალურად ვეცდები კორექტული ვიყო. ეს აღმაშენებლის ქუჩაა. ქუჩა, სადაც გზა ახლახანს დაიგო, კერძოდ “ლისის” სამრეცხაოს წინ. ფრთხილად იყავით ხალხნო, ჭას თავსახური ძვრება და 5 წუთში ორი მანქანის საბურავი შეიწირა.

მაქსიმალურად ვეცადე, რომ ხალხმა დაინახოს და ეს ტოტებიც შესაბამისად ავაყუდეთ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიავ, აი ამაზე გამეცით პასუხი რისი ღირსები ხართ ჭებსაც რომ ვერ აკეთებთ წესიერად”, – წერს სოციალურ ქსელში გოგიტა დოგუზოვი.

კომენტარები